საქართველოს მთავრობა

დღეს, მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტებში მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს პარლამენტში ელოდებიან. მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტებში მოუსმენენ.

„იუსტიციის მინისტრთან გვექნება კითხვები პოლიტიკურ დევნაზე, ნაფიც მსაჯულებზე, მოსმენებზე. შს მინისტრს დავუსვამთ კითხვებს კრიმინალის ზრდაზე, თავდაცვის მინისტრს თავდაცვის სამინისტროში არსებულ მდგომარეობაზე. ეს არის ერთი და იგივე გუნდი, რომელმაც ძალიან მძიმე კრიზისში შეიყვანა ქვეყანა გასული ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ მხარს არ დავუჭერთ," - აცხადებს ოთარ კახიძე.

ხვალ, მინისტრობის კანდიდატები შეხვედრებს უკვე ფრაქციების და უმრავლესობა-უმცირესობის ფორმატში განაგრძობენ.

რიგგარეშე სესია, სადაც მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადონ, შაბათს, 12:00-ზე გაიხსნება.

ცნობისთვის, მინისტრთა კანდიდატებს შორის, მხოლოდ სამი ახალი სახეა - ევროინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე, რეგიონული ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრობის კანდიდატი ზურაბ ალავიძე და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი - გიორგი გახარია.

კომენტარები