ნავთობის ფასები

სპარსეთის ყურის ექვსი ქვეყანა დღგ-ის გადასახადის შემოღებას გეგმავს

კატარი, დოჰა
ehtyagat.com

ბარელი ნავთობის ღირებულება $47-ია, ეს 2014 წელს არსებულ ფასებთან შედარებით ორჯერ ნაკლებია. ამის გამო სპარსეთის ყურის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები (GCC) შეთანხმდნენ, რომ ბიუჯეტის დაფინანსებისთვის ახალი საყოველთაო გადასახადი დააწესონ. ქუვეითი, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, ომანი და კატარი დამატებითი ღირებულების გადასახადს (დღგ-ს) შემოიღებენ.

სპარსეთის ყურის ქვეყნები ნავთობის ექსპორტზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული, "შავ ოქროზე" ფასების ვარდნის გამო კი გასული ორი წლის მანძილზე ამ ქვეყნებში მაღალი საბიუჯეტო დეფიციტები იყო. ნავთობის ექსპორტის გამო ამ ქვეყნებში საგადასახადო დონე მაღალი არაა, (მშპ-ის 10-15%), თუმცა მომავალში მშპ-სთან მიმართებით გადასახადების დონე გაიზრდება. 

სპარსეთის ყურის ქვეყნები დღგ-ს გადასახადს მომავალი სამი წლის მანძილზე შემოიღებენ, წინასწარ ცნობილია, რომ ეს გადასახადი ჯანდაცვასა და განათლებაზე არ გავრცელდება.

კომენტარები