სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

თავდასხმის მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

Getty Images

თავდასხმის მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალი დღეს საღამოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 32 წლის ტრანსგენდერი ქალის გარდაცვალების შესახებ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს უკვე აცნობეს, სწორედ ეს ორგანიზაცია იცავდა დაზარალებულის ინტერესებს. გარდაცვლილი 14 ოქტომბრის შემდეგ კომაში იმყოფებოდა.

14 ოქტომბერს გვიან ღამით თბილისში 32 წლის ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. სამართალდამცველებმა ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი რუსთავში დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, დაკავებული წარსულში ნასამართლევია და პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული. გამოძიება 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები