გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული უკვე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





