სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. 1980 წელს დაბადებული ი.ქ. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში აიყვანეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 43 აბი „სუბოქსინი" ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,3418 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნტით).





