სტალინის ძეგლი

მაკრახიძე: ჩემი პოზიციაა, რომ სტალინის ძეგლი გორის ცენტრიდან არ უნდა აეღოთ

მოსახლეობას უნდა [გორში სტალინის ძეგლი იდგეს], მაგრამ გუნდური ამბავია. გორის მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს სურვილი აქვს, სტალინის ძეგლი იდგას თავის ქალაქში. იმაზეც თანახმა არიან, რომ მუზეუმის ეზოში იყოს. ეს ახლა მთავრობის გადასაწყვეტია. ჩემი პოზიციაა, რომ ძეგლი არ უნდა აღებულიყო. თუ აიღეს, მუზეუმში მაინც უნდა იდგას იმიტომ, რომ დიდძალი ტურისტი ჩამოდის და ცუდი არ იქნება, თუ იქაც იდგება. სტალინი დიდი პიროვნება იყო. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ფაშიზმი დაამარცხა.

ქართული ოცნების წევრი, გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე ნეტგაზეთთან საუბარში.

კომენტარები