სტალინის ძეგლი

"პატივს ვცემთ ბელადს" – გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარიანში სტალინის ძეგლი დადგეს

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარიანში სტალინის ძეგლი დადგეს. ჟურნალისტებთან საუბრისას, ადგილობრივები ამბობენ, რომ ძეგლს რესტავრაცია ჩაუტარეს და საკუთარი სურვილით დადგეს. მათივე თქმით, სოფლის მოსახლეობის უმრავლესობისთვის სტალინის ძეგლის აღმართვა პრობლემას არ წარმოადგენს.

"რესტავრაცია ჩავუტარე, გავალამაზე, ხარვეზები ჰქონდა, მთელი სოფელი მოხარულია, აქ ძირითადად ისეთი ხალხია, რომ პატივსვცემთ ბელადს". – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ფორმულასთან საუბარში.

ტაბულა ცდილობს გაარკვიოს ძეგლი კერძო საკუთრების ტერიტორიაზეა დადგმული, თუ საჯარო სივრცეში. იმ შემთხვევაში, თუ ძეგლი საჯარო სივრცეშია უკანონოდ აღმართული, თავისუფლების ქარტია დაირღვევა, რომელიც კრძალავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელ სიმბოლიკებსა და პროპაგანდის სხვა საშუალებებს.

ტაბულა გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან დაკავშირებას ცდილობს.

კომენტარები