სტალინის ძეგლი

თავაქარაშვილი უნივერსიტეტიდან მის გათავისუფლებას ანტისტალინიზმს უკავშირებს

გათავისუფლება ანტისტალინისტური პოზიციების გამო - ასე აფასებს გორის სუხიშვილის სასწავლო უნივერსისტეტის გადაწყვეტილებას უკვე ყოფილი ლექტორი. არინა თავაქარაშვილის თქმით, გორის საკრებულოში გაკეთებული განცხადების შემდეგ მას უნივერისტეტში გამართულ თათბირებზეც კი არ იწვევდნენ, სემესტრის დასრულების შემდეგ კი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს.

საქმე ეხება გასული წლის 2 ოქტომბერის საკრებულოს სხდომას, სადაც გორის ცენტრში სტალიის ძეგლის დაბრუნების საკითხი განიხილებოდა. არინა თავაქარიშვილი ძეგლის დადგმის წინააღმდეგია, მომხრეებს შორის კი იყო სუხიშვილის უნივერსიტეტის რექტორიც.

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში ტაბულას უთხრეს, რომ სტუდენტების სიმცირის გამო, არინა თავაქარაშვილის საგანი მიმდინარე სემესტრში არ ისწავლება, და ამის შესახებ ინფორმაცია მან ერთი თვით ადრე მიიღო. მათივე ინფორმაციით, თავაქარაშვილის გარდა, ხელშეკრულება შეუწყდა კიდევ 5 ლექტორს. რექტორის მოადგილე, ეკატერინე სუხიშვილის მტკიცებით, პოლიტიკური შეხედულებები უნივერსიტეტში დაპირისპირების საგანი არასდროს ყოფილა და მიმდინარე პროცესი პოლიტიკური ქულების მოპოვებას ემსახურება.

არინა თავაქარაშვილის განცხადებებში პოლიტიკურ ამბიციებს ხედავს უნივერსიტეტის რექტორიც. ვალერი სუხიშვილის თქმით, მას საარჩევნო სიაში უნდა მოხვედრა. სტალინისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ სუხიშვილმა ტაბულასთან საუბარი არ ისურვა.

ტაბულას არქივში მოიპოვება მასალა, სადაც ჩანს, რომ ვალერი სუხუიშვილი ნამდვილად ესწრებოდა გორის საკირებულოს 2 ოქტომბრის სხდომას და სტალინის ძეგლის დაბრუნების მომხრე იყო.

არიან თავაქარაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს არ მიმართავს, თუმცა ანტისტალინისტურ აქტივობებს გააგრძელებს. მისი ინფორმაციით, 9 მაისს სტალინისტები აქციას გეგმავენ, მანამდე კი ანტისტალინისტური კამპანია ჩატარდება.

კომენტარები