ნარკოდანაშაული

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

Police.ge

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ქ. თბილისში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის" 22 აბი და აბის ნატეხები, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკის 22 აბი და 14 შეკვრად დაფასოებული ოპიუმი ამოიღეს.

"ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ჰ.ქ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა", - აღნიშნავს შსს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები