საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩში იაპონიასთან ანგარიშით 22:28 დამარცხდა.
ბორჯღალოსნებმა დღევანდელი მატჩის პირველი ტაიმის მოგება შეძლეს, თუმცა, საბოლოოდ გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.
იაპონიის დამარცხების შემთხვევაში, მეთერთმეტე ადგილოსანი საქართველო, ფიჯის გადაუსწრებდა და მსოფლიო რეიტინგებით ნაკრებთა ათეულში შევიდოდა.
ბორჯღალოსნები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19 ნოემბერს სამოას შეხვდებიან, ხოლო 26 ნოემბერს სტუმრად შოტლანდიას დაუპირისპირდებიან.





