რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

რუსეთი ტუროპერატორებს: ტურისტებს საქართველოში არსებული რისკების შესახებ აცნობეთ

http://toplogos.ru/

რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტო ტუროპერატორებს, რომლებიც საქართველოში ტურებს ყიდიან, მოუწოდებს საქართველოში ჩასვლის შემთხვევაში რუსი მოქალაქეებისთვის არსებული რისკების შესახებ ტურისტებს ინფორმაცია გააცნონ. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელის მრჩეველმა, სვეტლანა სერგეევამ РИА Новости -სთან გააკეთა.

"როსტურიზმი დაჟინებით მოუწოდებს იმ ტუროპერატორებს, რომლებიც ტურებს ყიდიან საქართველოში, გააცნონ ინფორმაცია ტურისტებს ამ ქვეყანაში რუსი მოქალაქეებისათვის არსებული საფრთხეების შესახებ. ასევე, ჩვენ, რუსებს გირჩევთ შვებულების დაგეგმვისა და ადგილის არჩევის დროს გაითვალისწინოთ რისკები, აწონ-დაწონოთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე და მიიღოთ გააზრებული გადაწყვეტილებები, იმისათვის რომ დასვენებამ პრობლემები კი არ შეგიქმნათ, არამედ დადებითი ემოციები აღგიძრათ, აღიდგინოთ სულიერი და ფიზიკური ძალები", - განაცხადა რუსეთის ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელის მრჩეველმა.

სერგეევას მტკიცებით, როსტურიზმს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში არსებული რისკების შესახებ გაფრთხილებით მიმართა და მოუწოდა მათ, ეს ინფორმაცია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისა და ტურისტებისათვის მიეწოდებინათ.

"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაფრთხილებით მიმართა როსტურიზმს იმ რისკების შესახებ, რომელსაც რუსები საქართველოში ჩასვლის შემთხვევაში აწყდებიან. მათ გვირჩიეს, რომ ეს ინფორმაცია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისა და თავად ტურისტებისთვის გაგვეცნო. ეს განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოში ტურისტების ნაკადი გაიზარდა", - აღნიშნა РИА Новости-სთან საუბარში სვეტლანა სერგეევამ.

კომენტარები