11 ნოემბერს, თბილისის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

11 ნოემბერს, თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება გლდანის, დიდგორის, საბურთალოს, სამგორის და ნაძალადევის რაიონებს. კომპანია მიზეზად ავარიის პრევენციას და გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონში, 40-40 წუთის მონაცვლეობით, 09:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ხევძმარის, ხარაძის, ილორის, ხიზამბარელის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, გობრონიძის, ახმეტელის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში, 10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელას და წავკისის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, გიორგი ბრწყინვალეს, თავდადებულის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00-დან 12:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ქსნის, არბოს, ქვიშხეთის და ვარდისუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10:00-დან 15:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, გუმათგესის, ცისკარიშვილის, რაზიკაშვილის, მოსტკოვის, ენგურჰესის, იდუმალის, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები