თბილისის 3 რაიონს ხვალ დილით ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.
გლდანის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, კაჭარავას და ჯანჯღავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
კაბელების გამოკვლევის მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ევდოშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია თელასი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.





