თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის, გლდანის, სამგორის, საბურთალოს, ისნის და დიდუბის რაიონებს. კომპანია მიზეზად ავარიის პრევენციას და ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
ნაძალადევის და გლდანის რაიონებში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელა ჭედიას, შუშის, სარაჯიშვილის, მონასტრის, ტაძრის, წყალსადენის და ლაზოს ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე - გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, გუმათგესის, ცისკარიშვილის, რაზიკაშვილის, მოსტკოვის, ენგურჰესის, იდუმალის, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას I შესახვევის, ოჟიოს და ანდრია აფაქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, გორის, ცაბაძის, ფიფიების, შანავას, მაიაკოვსკის, ქურდიანის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ზუგდიდის, ევდოშვილის და სოხუმის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





