ლარის გაუფასურება

დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარის კურსთან დაკავშირებით კომენტარებს არ ვაკეთებ

ტაბულა

საქართველოს პირველმა ვიცეპრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტაბულას კითხვაზე, თუ როგორია ლარის გაცვლით კურსზე საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მთავრობის მოლოდინები, განაცხადა, რომ ის კურსის მერყეობაზე კომენტარებს არ აკეთებს. 

ეკონომიკის მინისტრი წარსულში გაკეთებული განცხადებით ამბობდა, რომ ლართან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარები "ნეგატივის გარდა არაფერს არ იწვევს".

ლარი ბოლო სავალუტრო აუქციონზე დოლართან მიმართებით 0.5 თეთრით, ევროსთან კი 1.2 თეთრით გამყარდა, რაც გასული რამდენიმე კვირის მანძილზე მის ყველაზე მკვეთრ გამყარებას წარმოადგენს. დღეს მოქმედი კურსით ერთი დოლარი 2.446 ლარი ღირს, ერთი ევროს ღირებულება კი 2.70 ლარია. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე მყარი 10 ივნისს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.127 ლარი ღირდა, წლევანდელი გაუფასურების პიკი კი 28 იანვარს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.498 ლარი ღირდა.

კომენტარები