ნარკოდანაშაული

შსს: ნარკოტიკის გადაზიდვაში ბრალდებული სამარშრუტო ტაქსიში დააკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1988 წელს დაბადებული ნ.ს. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ნ.ს. იმ დროს დააკავეს, როდესაც ოზურგეთში სამარშრუტო ტაქსით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 0,6344 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო, რომელიც 0,0537 გრ ჰეროინს შეიცავს. ასევე, ამოღებულია მეტადონის შემცველი 8 აბი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები