ნარკოდანაშაული

მამა გიორგი მეგრელიშვილს ნარკოდანაშაულის გამო მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა

news.ge

მამა გიორგი მეგრელიშვილი 0.008 გრამი ბუპრენორფინის შეძენა-შენახვისთვის დააკავეს, რის გამოც გამოძიების დასრულებამდე საპატრიარქომ მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა - ამის შესახებ ტაბულას ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოში დაუდასტურეს.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, მამა გიორგი მეგრელიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000 ლარიანი გირაო, ხოლო მასთან ერთად დაკავებულ ოთარ სანოძეს პატიმრობა შეეფარდა.

ტაბულა საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა იმის გასაგებად, თუ რა შუამდგომლობა დააყენა ბრალდების მხარემ და ორივე ბრალდებულზე მოითხოვა თუ არა ერთისა და იმავე სახის აღკვეთის ღონისძიება. ტაბულა ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები