თბილისის რამდენიმე უბანს ხვალ, 3 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ისნის, კრწანისის, საბურთალოს, სამგორისა და დიდგორის რაიონებს.
ისნის რაიონში, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბესაძის, კუფტინის, ლერმონტოვის, გრიგოლ ხანძთელის, საიათნოვას, ანტონ კათალიკოსის და ვახტანგ ბერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას ქუჩის მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის და გიორგი ბრწყნვალეს ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება",- აცხადებს თელასი.





