საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარე ფაფიაშვილია, მეორესი - ტუღუში

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ პლენუმმა ლალი ფაფიაშვილი, მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ თეიმურაზ ტუღუში აირჩია. ხოლო, სასამართლოს მდივნის პოზიციას მერაბ ტურავა დაიკავებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხოდმაზე მიიღეს.

"პლენუმის დადგენილების შესაბამისად პირველი კოლეგიის შემადგენლობაში შედიან: ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე), მაია კოპალეიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მერაბ ტურავა (სასამართლოს მდივანი); ხოლო მეორე კოლეგიის შემადგენლობა შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: თეიმურაზ ტუღუში (თავმჯდომარე), თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი", - წერია საკონსტიტუციოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძე 20 ოქტომბერს აირჩიეს. მეორე კოლეგიის მეოთხე წევრის ადგილი ვაკანტურია და მას საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრი დაიკავებს.

კომენტარები