არჩევნები 2016

ბაქრაძე: ენმ ერთიანია, მაგრამ ერთიანობა არ ნიშნავს, რომ ერთი აზრი აქვს ყველას

იმათ, ვისაც იმედი აქვთ, რომ ახლა რაღაც მოხდება, მინდა იმედი გავუცრუო, არაფერიც არ მოხდება. ნაციონალური მოძრაობა ერთიანია, თუმცა ერთიანობა არ ნიშნავს, რომ ერთი აზრი აქვს ყველას. ასეთი ერთი პარტია - ქართული ოცნება, უკვე გვყავს. გადაჯგუფების და განახლების პროცესი პარტიაში დაწყებულია. ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საარჩევნო სიას ვადგენდით, ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ. უახლოეს დღეებში გვექნება პოლიტსაბჭოს სხდომა, შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც დეტალურად გაივლიან საარჩევნო პროცესს. გაიმართება პარტიის ყრილობა უახლოეს პერიოდში

ენმ-ის ლიდერი დავით ბაქრაძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები