განმეორებითი არჩევნები

წინასწარი შედეგებით იმამკულიევი და თოლორაია იგებენ, ორივე ოლქში მერე ტური იქნება

ცესკო
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია განმეორებითი არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს. მარნეულის №48-ე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, №36-ე მარნეულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ახმედ იმამკულიევი ლიდერობს -მან წინასწარი მონაცემების მიხედვით, ხმების 48,11% აიღო, რაც 10 026 ხმაა. ქართული ოცნების კანდიდატს თამაზ ნავერიანს კი 43,43% აქვს, რაც 9 051 ხმაა.

რაც შეეხება ზუდიდის განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემებით,  სამივე საარჩევნო უბნის შედეგების გათვალისწინებით, შემდეგია: სანდრა ელისაბედ რულოვსი / ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 10 692 ხმა  (44.8%); ედიშერ თოლორაია / ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” - 11 607 ხმა  (48.63%)

განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, ორივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება არჩევნების მეორე ტური.

დარბევის და დაპირისპირების გამო ჩაშლილ უბნებში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა. კენჭისყრა მარნეულის ერთ და ზუგდიდის სამ უბანში ჩატარდა. ზუგდიდში ძირითადი კონკურენტები სანდრა რულოვსი (ენმ) და ედიშერ თოლორაია (ქართული ოცნება) იყვნენ. მარნეულში კი, აჰმედ იმამკულიევი (ენმ) და თამაზ ნავერიანი (ქართული ოცნება).

კომენტარები