განმეორებითი არჩევნები

სანდრა რულოვსი: მე ვთვლი, რომ არ უნდა მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში

მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს მათი ნდობისთვის და მოპოვებული გამარჯვებისთვის, რომელიც, სამწუხაროდ, მომპარეს არა მარტო 8 ოქტომბერს, არამედ გუშინაც. ყველამ იცის, რომ მე პირველ ტურში გავიმარჯვე, ამიტომ მე ვთვლი, რომ შეურაცხყოფაა მეორე ტურში მონაწილეობა, ამ უსამართლო ე. წ. დემოკრატიული არჩევნების ფონზე.  მე ვთვლი, რომ არ უნდა მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში. ჯერ ერთი, ძალიან ცუდი - ქურდული, კრიმინალური წნეხის პირობებია შექმნილი მთელ ზუგდიდის რაიონში.  არ მინდა, ამ ხალხს კიდევ პრობლემები ჰქონდეს, არ მინდა კიდევ შეურაცხყოფა მიაყენონ, დასცინონ ხო ვერ გაიმარჯვა და ასე შემდეგ.  მე ვიცი, რომ გამარჯვებული ვარ და, აქედან გამომდინარე, ზუგდიდის რაიონის მცხოვრებლებს პარლამენტიდან ან სხვანაირად დავუდგები გვერდში - ეს ჩემი ვალდებულება მე ასე ვთვლი. სამწუხაროდ ეს სრული გაყალბება არა მარტო ზუგდიდის რაიონში იყო, მოდი თვალებში შევხედოთ რეალობას, იყო მთელ აჭარაში,  ქუთაისში, მარნეულში, კახეთში სად არ იყო?! ეს არის სრული გაყალბება. მე მიკვირს მართლა რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ასე შეაფასეს და თქვნე რომ რამდენიმე გამონაკლისის გარდა... ეს ნამდვილად ასე არ იყო. მაგრამ ნელ-ნელა გამოდის მასალა ხალხისგან მეტი და მეტი რა დარღვევებთან გვქონდა საქმე. თუ ხალხის და არასამთავრობოების საჩივრების არ სჯერათ ვიდეოზე ხო ყველაფერი ჩანს რაც მოხდა. გამქრალი და გაბათილებული ბიულეტენები, სურათის გადაღება, ხალხის ტრიალი საარჩევნო უბნებზე, ეს ყველა ძალიან ნათელი დარღვევა და უბრალოდ არ ჩანს ახლა რამდენ ბიულეტენზეა საუბარი ასეთი წნეხის და დარღვევების დროს. მე რომ აქ გამემარჯვა ივანიშვილის პირადი მარცხი იქნებოდა, არაფორმალური მმართველისთვის, ვინც რამდენიმე დღით ადრე თქვა 8 ოქტომბრამდე, რომ ის ქალბატონიც კი ვერ გაიმარჯვებს ზუდიდში და ეს ნათქვამი არაფორმალური მმართველისაგან მიიღეს როგორც ბრძანება და ეს ბრძანება ყველანაირად უნდა შესრულებულიყო. ეს არის ყველანაირად მიუღებელი ჩემთვის.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და ზუგდიდში მაჟორიტარი სწპუტატობის კანდიდარი სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობის მიღების შესახებ "ოდიში ნიუსისთვისნ'' მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები