განმეორებითი არჩევნები

მარნეულში განმეორებით არჩევნებში იმამკულიევმა მოიგო, გაიმართება მეორე ტური

აჰმედ იმამყულიევი
ტაბულა

მარნეულში განმეორებით არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა ახმედ იმამკულიევმა მოიგო. იმამკულიევის თქმით, განმეორებითი არჩევნების დღემ საზოგადოებას აჩვენა, რომ 8 ოქტომბერს მარნეულში რაც მოხდა, ქართული ოცნების მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო.

"დღეს ჩვენ ვაჩვენეთ მთელ საზოგადოებას, რომ 8 ოქტომბერს რაც მოხდა ეს იყო პროვიკაცია გამოწვეული ქართული ოცნების მიერ, რადგან მათ მაშინაც იცოდნენ, რომ წააგებდნენ ამ არჩევნებს. ჩვენ მოვიპოვებთ უფრი დიდი გამარჯვებას, შესაძლებელიც იყო მოგვეგო ეს არჩვნები პირველივე ტურში, თუმცა სამწუხაროდ მოხდა ის ინციდენტი." - ამბობს იმამკულიევი.

№48-ე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, №36-ე მარნეულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ახმედ იმამკულიევი ლიდერობს -მან წინასწარი მონაცემების მიხედვით, ხმების 48,11% აიღო, რაც 10 026 ხმაა. ქართული ოცნების კანდიდატს თამაზ ნავერიანს კი 43,43% აქვს, რაც 9 051 ხმაა.

კომენტარები