პრეზიდენტის უფლებამოსილება

კობახიძე: არჩევის წესი პრეზიდენტის კომპეტენციებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს

იმდენად შეზღუდულია პრეზიდენტის კომპეტენციები, რომ არჩევის წესი ამ კომპეტენციებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. მთავარი არის უფლებამოსილების მოცულობა, უფლებამოსილების მოცულობას არ განაპირობებს პირდაპირი ან არაპირდაპირი არჩევის წესი. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენთვის არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს იმას, პრეზედენტი პირდაპირ იქნება არჩეული თუ არაპირდაპირ. ჩვენ მზად ვართ, ვიმსჯელოთ ყველასთან ერთად და ამის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება ზოგადად მმართველობის ფორმაზე, და იმაზე, თუ როგორი არჩევის წესი ჯობია პრეზიდენტთან მიმართებით. ეს არის ჩვენი მიდგომა, არანაირი პოლიტიკური ინტერესი ჩვენ არ გვაქვს და ვერც გვექნება, გამომდინარე იქიდან, რომ არის ჩამოყალიბებული კონკრეტული კონსტიტუციური ნორმები, შეზღუდულია, მინიმუმამდეა დაყვანილი პრეზიდენტის კომპეტენციები და ამას ჩვენ ვერაფერს ვერ დავუმატებთ, თუ გაზრდი პრეზიდენტის კომპეტენციებს ახლა, თორემ შემცირებით ვერაფრით ვერ შეამცირებ.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე რუსთავი ორთან ჩართვაში.

კომენტარები