პრეზიდენტის უფლებამოსილება

მარგველაშვილი: იმედი მაქვს, აქტიურ პოლიტიკაში დავრჩები

მე პოლიტიკაში ვიყავი, პოლიტიკაში ვარ და იმედი მაქვს, აქტიურ პოლიტიკაში დავრჩები. მუდმივად არის ლაპარაკი შეზღუდულ უფლებებზე, მუდმივად არის ლაპარაკი, რომ აღმასრულებელ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებ. მუდმივად პარლამენტს უხარია, რომ ვეტოს დაძლევის კვოტა არის ძალიან დაბალი პარლამენტში, მაგრამ მე ამისგან სირთულეს ვერ ვხედავ, რადგან მე მეძლევა შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხებში მივიღო მონაწილეობა. მე მეძლევა შესაძლებლობა იმისა, რომ არ ვიყო ჩართული ყოველდღიურ დაპირისპირებებში ან ყოველდღიურ პარტიულ პოლიტიკაში. ამ საკითხებს წამოწევენ ხოლმე პოლიტიკოსები, რომელთაც რაღაცა იმედი აქვთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მე რაღაცა ტიპის გადაწყვეტილებას მივიღებ. ნამდვილად, ეს არის უმნიშვნელოვანესი პოსტი და უმნიშვნელოვანესი როლი, რომელიც მე მაქვს და რომელსაც მე ვემსახურები ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე.

კომენტარები