აშშ-რუსეთის ურთიერთობა

ობამა: რუსეთმა საქართველოსა და უკრაინაში გაყინული კონფლიქტი შექმნა

Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას თქმით, რუსეთმა საქართველოში გაყინული კონფლიქტი შექმნა. ბარაკ ობამას რუსეთთან ურთიერთობის შესახებ კითხვა იტალიის პრემიერმინისტრ მატეო რენცისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს. ობამამ ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაშიც ანალოგიურ ტაქტიკას იყენებს.

"როდესაც მე პრეზიდენტი გავხდი, რუსეთი, წინა ადმინისტრაციის დროს, უკვე შეჭრილი იყო საქართველოს ტერიტორიაზე და შექმნა იქ გაყინული კონფლიქტი. მაშინ რუსეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავდა და ჩვენ ვცადეთ, აშშ-რუსეთის ურთიერთობებში უფრო კონსტრუქციული გზა მოგვეძებნა. ვფიქრობ, რუსეთს ჩვენი პატივისცემა ვაჩვენეთ, ვაღიარებდით დიდ განსხვავებასა და სხვადასხვა ღირებულებების არსებობას და, ამავდროულად, ვცდილობდით თანამშრომლობის გზების მოძებნას. რუსეთთან დაკავშირებული პრობლემა უკავშირდება რუსეთის აგრესიას მსოფლიოს კონკრეტულ რეგიონებში. მაგალითად, უკრაინაში, სადაც რუსეთი ისევე მოქმედებს, როგორც საქართველოში მოქმედებდა. ჩვენ ევროპულ ქვეყნებთან ერთად შუამავლობა ვცადეთ და შევიმუშავეთ მინსკის შეთანხმება, რომელმაც ეს საკითხი მშვიდობიანად უნდა გადაწყვიტოს", - აღნიშნა ობამამ.

კომენტარები