ბელგია

ბრიუსელში დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს, რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი

Reuters

ბრიუსელში, ბელგიელმა სამართალდამცველებმა დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს, რომელმაც სუპერმარკეტში 15 ადამიანი მძევლად აიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი პოლიციას თავად დანებდა, შესაბამისად, სპეცოპერაციის შედეგად არავინ დაშავებულა.

წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულს ფსიქიკური აშლილობა აქვს.

სამართალდამცველების თქმით, მომხდარს ტერორიზმთან კავშირი არ აქვს.

პარალელურად, ბელგიის რამდენიმე ქალაქში ანტიტერორისტული რეიდები ჩატარდა. სამართალდამცველებმა 15 სახლი გაჩხრიკეს და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

კომენტარები