ხანძარი ინდოეთში

ინდოეთში, საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა

EURPOEAN PHOTOPRESS AGENCY

ინდოეთის ქალაქ ბჰუბანეშვარში, კერძო საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა.

წინასწარი მონაცემებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი შენობის პირველ სართულზე, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოკლე ჩართვა გახდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის დაწყების დროს შენობაში 500-ზე მეტი პაციენტი იმყოფებოდა, მათმა ნაწილმა შენობა ფანჯრებიდან დატოვა.

ცეცხლის ჩაქრობაში 120-ზე მეტი მაშველი მონაწილეობდა.

ინდოეთის პრემიერმინისტრმა ნარენდრა მოდიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

როგორც BBC აღნიშნავს, მსგავსი შემთხვევები ინდოეთში საკმაოდ ხშირია, რადგან უსაფრთხოების წესები დაცული არ არის. 2011 წელს კოლკატას საავადმყოფოში ხანძარს 89 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები