ინდოეთში, უტარაკჰანდში ტყის ხანძრები უკვე ერთი თვეა, გრძელდება. გამომწვევი მიზეზი ძლიერი გვალვაა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაიწვა ტყის 1900 ჰექტარი.
ხანძარი ბოლო დღეებში განსაკუთრებით გაძლიერდა და 400 სხვადასხვა ადგილს მოედო. სახელმწიფო ტყის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების მიზეზი ამ ადგილას ჰავის განსაკუთრებული სიმშრალეა.





