აშშ - საქართველო

პრეზიდენტმა დავით ბაქრაძე აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშნა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშნა. ბაქრაძე მოვალეობის შესრულებას 5 დეკემბრიდან შეუდგება.

"გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნული ელჩი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. შეხვედრისას მხარეებმასაქართველოსა და აშშ-ს, როგორც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებული ურთიერთობადა თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს",- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

დავით ბაქრაძე ამ დრომდე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იყო.

კომენტარები