ქარიშხალი მეთიუ

აშშ-ში ქარიშხალ მეთიუს შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა

AP

აშშ-ში ქარიშხალ მეთიუს შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, ასეულობით ადამიანი კი სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებითა და ნავებით გამოიყვანეს

სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილოეთ კაროლინის შტატი დააზარალა, სადაც ქარიშხალმა ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. შტატის დასახმარებლად, პრეზიდენტ ბარაკ ობამას დავალებით, ფედერალური ფონდებიდან თანხა გამოიყოფა.

გარდა ამისა, უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში, ერთ მილიონზე მეტ ამერიკელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

ჩრდილოეთ კაროლინის ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს, რადგან უახლოეს დღეებში წყალდიდობის საფრთხე კვლავ არსებობს.

ქარიშხალ მეთიუს ყველაზე მეტი ადამიანი ჰაიტიში ემსხვერპლა, სადაც უკანასკნელი მონაცემებით, 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები