ქარიშხალი მეთიუ

ქარიშხალი მეთიუ: ჰაიტიში დაღუპულთა რაოდენობამ 800-ს მიაღწია

Reuters

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ჰაიტიში ქარიშხალ მეთიუს შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ისევ გაიზარდა და 800-ზე მეტია.

გაეროს ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა სავარაუდოდ უფრო გაიზრდება და ნანგრევების გაწმენდას კიდევ რამდინიმე დღე დაჭირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მეტად ქალაქი ჟერემი დაზარალდა, სადაც შენობების 80 % დაინგრა.

ქარიშხალი მეთიუ მეხუთე კატეგორიის შტორმად შეფასდა. NBC-ის ცნობით, ქარიშხალი უკვე აშშ-ის შტატ ფლორიდის სანაპიროსთანაც გამოჩნდა.

შტატის მთავრობა მოსახლეობას სანაპიროზე არგასვლისკენ მოუწოდებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ საცხოვრებელი სახლების დატოვების აუცილებლობა არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ეროვნული დახმარების სამსახურმა ფლორიდის სანაპიროებიდან უკვე მილიონ-ნახევარი მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ ჰაიტიში 2010 წელს მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას 160 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები