საარჩევნო ინციდენტი

სიტუაცია ახალციხის 30-ე საარჩევნო უბანთანაც დაიძაბა

facebook.com/CentralElectionCommissionOfGeorgia

ახალციხის 30-ე საარჩევნო უბანთან უცნობი პირები ხმამაღალი შეძახილებით მივიდნენ. მათ შელაპარაკება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთან მოუვიდათ. საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული პირები საარჩევნო უბანზე ელექტროენერგიის გათიშვით იმუქრებოდნენ.

ინციდენტის ადგილას სამართალდამცველების მისვლის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა.

კომენტარები