კრიმინალი

პროკურატურა: ქუთაისში პოლიციის იარაღით დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია

Getty Images

ქუთაისში გუშინ ღამით, ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში მიღებული ჭრილობით, ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიებას საფუძვლად დაედო უწყებაში შესული შეტყობინება თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ. პროკურატურისვე ცნობით, საქმე გამოსაძიებლად დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას მას შემდეგ გადაეცა, რაც გაირკვა, რომ გასროლა პოლიციის იარაღიდან მოხდა.

გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამის შესახებ ტაბულას პროკურატურაში უთხრეს.

უწყებისვე ინფორმაციით, ამჟამად დაშავებული ქალის მდგომარეობა სტაბილურია და უახლოეს მომავალში მისივე მონაწილეობით ყველა გადაუდებელი და საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება.

კომენტარები