გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

ხუხაშვილი: ის, რომ თარგამაძემ თავად მოაწყო, ფანტასტიკის სფეროდანაა

ის, რომ ქართულმა ოცნებამ მოაწყო, არ არის დამაჯერებელი, იმიტომ, რომ მათ პოლიტიკურ ინტერესში ეს არ შედიოდა, მოტივი ძალიან ბუნდოვანია ამ შემთხვევაში. ის, რომ გივი თარგამაძემ თვითონ მოუწყო თავის თავს, ესეც ფანტასტიკის სფეროდან არის და ასეთი რაღაცები, როგორც წესი, არ ხდება. შესაბამისად, ლოგიკური დასკვნაა, რომ არსებობს მესამე მხარე, რომელსაც შეიძლება, ეს ყველაფერი აწყობდეს. მესამე მხარე შეიძლება, იყოს უცხო ქვეყანა ან ორგანიზებული დანაშაული.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ენმ-ის წევრ გივი თარგამაძეზე განხორციელებულ ტერაქტზე რუსთავი 2-თან საუბარში.

კომენტარები