ნობელის პრემია

ნობელის პრემია ქიმიის დარგში მოლეკულური მანქანების პროექტირებისთვის მიიღეს

SCIENCE PHOTO LIBRARY

ნობელის პრემია ქიმიის დარგში ჟან-პიერ სავაჟმა, ბერნარდ ფერინგამ და ფრეზერ სტოდარტმა მოლეკულური მანქანების პროექტირებისა და სინთეზისთვის მიიღეს.

ნობელის კომიტეტის წევრების თქმით, მეცნიერებმა მოძრაობის მართვა მოლეკულურ დონეზე აითვისეს.

მანქანები, რომლებიც მეცნიერებმა შექმნეს, თმის ღერზე ათასჯერ მცირეა. მკვლევრებს მოლეკულების გაერთიანება შეუძლიათ, რაც მანქანის ძრავიდან დაწყებული უმცირესი ნაწილებით დასრულებული ყველა დეტალის პროექტირების შესაძლებლობას იძლევა.

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია სტოკჰოლმში, 10 დეკემბერს გაიმართება. პრემიის რაოდენობა 953 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

კომენტარები