საკონსტიტუციო სასამართლო

პაპუაშვილი: ჩემი განცხადების შემდეგ, მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები შემცირდა

constcourt.ge

საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ მისი განცხადების შემდეგ, ასეთი ფაქტები შემცირდა.

"ჯერჯერობით, გამოძიების შედეგები ჩვენთვის ცნობილი არაა. როგორც სხვას არ შეუძლია, ჩაერიოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში, მეც არ ვაიძულებ პროკურატურას, რომ დეტალურად ჩავერიო მის საქმიანობაში. მის დადებულ შედეგებს შეაფასებს როგორც საზოგადოება, ასევე მეც მექნება ამის უფლება. მთავარი კიდევ ისაა, რომ ჩემმა განცხადებამ ის დადებითი როლი ითამაშა, რომ შემდგომ ჩემთვის ცნობილი ზეწოლის ფაქტები შემცირებულია. გარკვეული პრევენციის როლი ყველა შემთხვევაში ითამაშა", - თქვა გიორგი პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, 21 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კონკრეტულ მოსამართლეებზე მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა. მისი თქმით, მოსამართლეებს უთვალთვალებენ და ემუქრებიან. პროკურატურამ აღნიშნული განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. უწყების მტკიცებით, არც ერთი მოსამართლე არ ადასტურებს მათზე ზეწოლასა და შანტაჟს.

გიორგი პაპუაშვილს უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა.

კომენტარები