შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: 2008 წლის ომის თავიდან აცილებას არაფერი არ უნდოდა

ჩემს ოპონენტებს ძირითად არგუმენტად მოჰყავდათ, რომ ომი იყო 2008 წელს და ომის შემდგომ, აბა, რა იქნებოდაო, 2009 და 2010 ცუდი იქნებოდაო. ეს ომი, თითქოს, ბუნებრივი სტიქია იყო, რომელსაც თავიდან ვერ ავიცილებდით. სწორედ ომი იყო ძირითადი დანაშაული იმ ხელისუფლების, ის ომი და უბედურება და კიდევ სხვა დამოკიდებულება ეკონომიკაში რომ არ ყოფილიყო, რომ ყველას ჯიბეში უძვრებოდნენ, ყველაფერი მართული იყო (და ეს ინვესტიციებს როგორ შემოიყვანს, სადაც კვამლი ამოდიოდა, ქონებაზე პრეტენზიები ჰქონდათ). ეს დამოკიდებულება იყო სწორედ, რომ მათ მართვა არ იცოდნენ და ქვეყანა კატასტროფისკენ წაიყვანეს, და ერთ-ერთი სწორედ ის ომი იყო. იმ ომის თავიდან აცილებას არაფერი არ უნდოდა.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.

კომენტარები