შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: ენმ-ზე გაცილებით უკეთესი ურთიერთობა გვაქვს აშშ-სთან და ევროპელებთან

აბა, კიდევ ერთჯერ გავიმეორებ - რა საოცრება მოხდა. გარწმუნებთ, თვითონ ნაციონალურმა მოძრაობამაც კარგად იცის და ყველაზე დიდი ტრაგედია ეს არის მათთვის, რომ გაცილებით უკეთესი ურთიერთობა გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ძირითადად, რასაც ცდილობდნენ, ეჩვენებინათ, რომ ვიღაც მტერი მოვედი, ქვეყნის დანგრევა მინდა და მიმართულების შეცვლა, გარწმუნებთ ამაშიც, რომ ძალიან დიდი ავტორიტეტით ვსარგებლობ თუ გნებავთ პირადადაც და ნებისმიერ შეხვედრაში ეს გამოიკვეთება, ევროპელებთანაც გაცილებით უკეთესი გვაქვს დამოკიდებულება და აღფრთოვანებულები არიან იმ რეფორმებით, რაც საქართველოში გატარდა, აი, აღფრთოვანებულები არიან. თუ გინდ სტაბილურობით, მახსოვს ევროკავშირის ელჩთან ბოლო შეხვედრა, მომილოცა პირდაპირ. საოცრება ხდება საქართველოში, ამ ფონზე ევროპაც კი უარესად გამოიყურება, როგორი სტაბილური ქვეყანა გახდა იმ ფონზე, რაც იყო, ის ისტერიკები, რაც ჩვენ გვქონდა, ჩვენ გავაღრმავეთ ურთიერთობა და ჭეშმარიტი ნდობა მივიღეთ ევროპელებისგან და ჩვენი ძირითადი პარტნიორისგან - ამერიკის შეერთებული შტატებისგან.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.

კომენტარები