შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: ევროპელები მაწვებოდნენ, არავინ დააკავო, მხოლოდ წინ იყურეო

ევროპელების არდარწმუნება იმაში, რომ ჩვენ ამას [ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება] ვაკეთებთ სუფთა ხელებით, იყო ძალიან რთული. კოშმარული წელიწადი იყო, ამ დროს ხალხი მეორე მხრიდან ითხოვს უკიდურესობას, უფრო მეტს, იქიდან [დასავლეთიდან] "ხელი არ გაანძრიო, როგორ შეიძლება, რომ დემოკრატიულად მოსულმა ხელისუფლებამ ვინმე დაიჭიროს, უკან არ გაიხედო, მარტო წინ იყურე", სულ ამას მარიგებდნენ. მახსოვს, ევროპაში ჩავედი, 30 კაცთან შეკრება მოგვიწია იურმალაში, ქალაქგარეთ გამიყვანეს, იქ იყო 3-4 პრემიერმინისტრი, 10 საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტები, საოცარი შეხვედრა იყო და ყველა ასე მაწვებოდა, რომ "არც ერთ შემთხვევაში არავის არ გაეკარო, მხოლოდ წინ იყურე". ვუხსნიდი - როგორ ვიყურო წინ, ამდენი ხალხი... ჩვენ საზოგადოება ვართ, ისტორული ქვეყანა ვართ, პატივცემული ხალხი ცხოვრობს, როგორ, ხალხს ამდენი აგრესია აქვს, ასეთი დამოკიდებულება აქვთ, როგორ, რანაირად უნდა მოხერხდეს, ან ხელოვნურად როგორ შევაჩერო, აქ ხომ კანონმა უნდა იმუშაოს? ეს პროცესები იყო უკიდურესად დაძაბული და აქ იყო ყველაზე დიდი გარღვევა, რაც გავაკეთეთ.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.

კომენტარები