ინდოეთი-პაკისტანი

ინდოეთმა ქაშმირის ტერიტორიაზე პაკისტანელთა წინააღმდეგ იერიში დაიწყო

AFP

ინდოეთის სამხედრო ძალებმა პაკისტანის დე ფაქტო საზღვარზე, ქაშმირის ტერიტორიაზე "ქირურგიული დარტყმების" სერია განახორციელეს. ინდური მხარის ცნობით, ოპერაცია პაკისტანელი ტერორისტებისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან დაგეგმილი თავდასხმის პრევენციის მიზნით ჩატარდა.

პაკისტანის სამხედრო ძალები კი აცხადებენ, რომ ინდოეთს საზღვართან ახლოს არანაირი თავდასხმა არ განუხორციელებიათ. მათივე თქმით, ინდოეთის მიერ ნახსენები ტერორისტების წინააღმდეგ განხორციელებული "ქირურგიული დარტყმა" ილუზიაა და ინდოეთი ამით ცრუ ეფექტის შექმნას ცდილობს.

პაკისტანი ადასტურებს, რომ სადავო რეგიონის კონტროლის ხაზთან ორმხრივი სროლა იყო, რასაც ორი პაკისტანელი მებრძოლი ემსხვერპლა. მათი თქმით, პაკისტანს სიტუაციის პროვოცირება არ მოუხდენია და ინდოელმა სამხედროებმა ცეცხლი თავად გახსნეს.

ცნობისთვის, ვითარება ქაშმირში ბოლო ორი თვის განმავლობაში განსაკუთრებით გამწვავდა და შეიარაღებულ კონფლიქტს უკვე 80-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

კომენტარები