შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: ენმ-ის მოხსნა არჩევნებიდან არ მოუხდება მთლიანად ქვეყანას

რაც შეეხება განცხადებებს, რომ [ენმ] მოიხსნას არჩევნებიდან, მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი რაიმე მკვეთრი მოქმედებისა და ესეთი უკიდურესი გამოვლინების მათ მიმართ. ძალიან ბევრს აქვს ობიექტური საფუძველი, რომ ძალიან ბევრი მათგანი გუნდიდან იმსახურებდეს, მაგრამ ეს არ მოუხდება მთლიანად ქვეყანას, არ მოუხდება ჩვენს მომავალს და მე ვთხოვდი ამის მსურველებს, რომ თავი შეიკავონ ასეთი მკვეთრი გამონათქვამებისგან. ჩვენ, ჯობია, სამართლებრივი სახელმწიფოს სტატუსი გვქონდეს, ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს კანონმა, სასამართლომ და ეს მძიმე ქმედებები საზოგადოების მხრიდან, არც უნდა გავივლოთ თავში.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.

კომენტარები