შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: ენმ-ს 200 000 მხარდამჭერი შეიძლება აღარ ჰყავს, მაგრამ 150 000-იც ბევრია

თუ ეს [აუდიოჩანაწერი] ავთენტურია, მათი დადებულია, გარწმუნებთ, არავის მაგი არ აინტერესებს, მაგათ მეტს, რომ როგორმე თანამოაზრეები... საოცრებაა, რომ საქართველოში დაახლოებით 200 000 ადამიანი, მე ახლა ბოლო კვლევა არ ვიცი, უახლოეს დღეებში უნდა გამოქვეყნდეს კიდევ კვლევები, შიდა კლევებით, სხვათაშორის, უტყდებათ მაგათ, სოლიდური რაც ჰყავდათ მხარდამჭერები, დაიწყო ქვემოთ ჩამოსვლა. 200 000 შეიძლება აღარ იყოს, მაგრამ 150 000-იც ბევრია. არა, რას ელოდებიან, რა უნდათ ამ ხალხისგან, ზოგჯერ მაოცებს, აგიტაციის მსხვერპლნი არიან ალბათ ძირითადად.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, ფარული აუდიოჩანაწერის შესახებ, რომელშიც თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ის წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ცნობისთვის, ენმ ჩანაწერს "უნიჭო მონტაჟს" უწოდებს.

კომენტარები