შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: ენმ-ის დაქირავებული 100 ქალბატონი ავტობუსებში სიცრუეს ავრცელებს

მათ ჰყავთ დაფუძნებული სამსახური სხვათაშორის, ეს საყურადღებოა საზოგადოებისთვის. ბიზნესცენტრის და ქართუს ძალიან ბევრი თანამშრომელი, ვინც მეტროთი და ავტობუსით მგზავრობს, [ამბობს, რომ] თბილისში მასიურად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ არჩევნების შემდგომ, სამედიცინო დაზღვევა აღარ იქნება. ამის ოსტატები არიან, სიცრუე როგორ გაავრცელონ და ძალიან ბევრი ამას სერიოზულად იღებს. რამდენიმე ქალბატონი ჰყავთ, ასი ქალბატონი თუ უფრო მეტიც დაქირავებული, გაჩერებაზე ავა და ლაპარაკობს - დედა, დედა, ქალო, გაიგე? თურმე ეს გარბის, გაიგე თურმე იმას რაღაც სჭირს და ეს სამსახურიც მათ დააფუძნეს, სეთურის თანამოაზრეები არიან.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი GDS-ის ეთერში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.

კომენტარები