შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი ჩანაწერებზე: ენმ-ის გავრცელებულია, იმედი უნდათ მისცენ მხარდამჭერებს

მე ვფიქრობ, მათივე გავრცელებულია, რამეთუ ამით უნდათ, რომ რაღაც იმედი ჩაუტოვონ კიდევ ამ ცხრა დღის განმავლობაში თავის თანამოაზრეებს და მხარდამჭერებს, რომ როგორმე არჩევნებამდე... და თანაც, ელოდებიან, თითოეული ერთმანეთს უყურებს - იქნებ მართლაც რამე სასწაული მოხდეს.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, ფარული აუდიოჩანაწერის შესახებ, რომელშიც თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ის წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ცნობისთვის, ენმ ჩანაწერს "უნიჭო მონტაჟს" უწოდებს.

კომენტარები