შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი ჩანაწერებზე: რეკლამას იკეთებენ, საკუთარი ხელწერა სხვა ვერ მოიხერხეს

მე მრავალჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ 2012 წლიდან ერთმანეთს ამაგრებდნენ მხოლოდ იმით, რომ გაზაფხულზე გეგმავდნენ რევოლუციას, გაზაფხულზე არ გამოდიოდათ - შემოდგომაზე და ასე გადადიოდა გაზაფხული-შემოდგომა და ერთმანეთს ამით ამხნევებდნენ და ამაგრებენ. თანაც, არ იფიქროთ, რომ ეს ვინმეს მოპარულია, აი, ჩემი წარმოდგენით, ავთენტურობაზე უარი რომ თქვას პროკურატურამ - ალბათ, გამოვლენ თვითონ და იტყვიან, ეგ როგორ, კაცო, ავთენტურია, ჩვენ ნამდვილად ვილაპარაკეთო. ამით რეკლამას იკეთებენ, რამეთუ სხვა არაფერი არ დარჩათ, მათ რომ საკუთარი ხელწერა სხვა ვერ მოიხერხეს, ვერ შეცვალეს, არ აქვთ ამის ნიჭი, არ აქვთ ამის რესურსი, ამაზევე სხედან და ამითვე ამაგრებენ - რითაც იყვნენ ესენი ცნობილი, ქვებით სროლით მოვიდნენ, ხომ გახსოვთ კარგად, არა? ამ ძალადობით იყვნენ ცნობილი, ნახეთ განცხადებები მათ მართულ ტელევიზიებში, სიცრუის აჟიტირება, როგორ ძალით ახვევენ ხალხს თავს, რაც არ არის - რომ თეთრი შავია და პირიქით.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, ფარულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ის წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ცნობისთვის, ენმ ჩანაწერს "უნიჭო მონტაჟს" უწოდებს.

კომენტარები