შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი ჩანაწერებზე: არ აქვს დიდი მნიშვნელობა - ავთენტურია თუ არა

ავთენტურობას რაც შეეხება, ამაზე დიდი კვლევები არ არის საჭირო და არ აქვს დიდი მნიშვნელობა - ეს ავთენტურია თუ არა. მათი ღია განცხადებები ნახეთ და ერთ კონტექსტში ჯდება ეს ყველაფერი, ნახეთ ბოლო განცხადება მათი გაქცეული ლიდერის, რომ ეგზითპოლები დაიდება რუსთავი ორზე, ეს იქნება ბოლო ჭეშმარიტება, თუ არადა წარღვნა, რაღაც მსგავსი მოხდება. ახლა მისი მეუღლის განცხადებაც ვნახოთ, რომ ისეთი მაგარია მიშა, რომ ტუნელს გათხრის და ჩამოვა სოლოლაკში, ტუნელითაც კი ჩამოვა. მათი დამოკიდებულება ისედაც კარგად ჩანს... ამის ავთენტურობა არაფერს არ ნიშნავს, მათ განცხადებებში იგივე იკვეთება, იგივე პათოსია. მე მრავალჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ 2012 წლიდან ერთმანეთს ამაგრებდნენ მხოლოდ იმით, რომ გაზაფხულზე გეგმავდნენ რევოლუციას, გაზაფხულზე არ გამოდიოდათ - შემოდგომაზე და ასე გადადიოდა გაზაფხული-შემოდგომა და ერთმანეთს ამით ამხნევებდნენ.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი შიდა ქართლში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, გავრცელებული აუდიოჩანაწერის შესახებ, რომელშიც თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ის წევრები რევოლუციურ გეგებზე საუბრობენ. ცნობისთვის, ნაციონალურმა მოძრაობამ ჩანაწერს "უნიჭო მონტაჟი" უწოდა.

კომენტარები