უკანონო მოსმენები

ტუღუში: ჩვენი გეგმაა, რომ არჩევნებში მშვიდობიანი პროცესის ჩარჩოებში გავიმარჯვოთ

ამაზე [გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე] შემიძლია ერთადერთი მოკლე კომენტარი გავაკეთო - ეს არის უნიჭო მონტაჟი და ვერანაირად ვერ მოუტანს ქართულ ოცნებას რაიმე პოზიტიურ შედეგს. პირიქით, ისინი აგებენ არჩევნებს და ცდილობენ, რომ სწორედ ეს მიყიდონ ხალხს. ეს არანაირად არ გამოუვათ, რადგან ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს 8 ოქტომბერს და ისინი მშვიდობიანად ჩამოშორდებიან ხელისუფლებას არჩევნების გზით. სწორედ ესაა ჩვენი გეგმა, რომ გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში, რა თქმა უნდა, სრულიად მშვიდობიანი და დემოკრატიული პროცესის ჩარჩოებში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ტუღუში ტაბულასთან საუბარში, გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც ვითომდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ის წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

კომენტარები