მახინჯაურში პაატა ბურჭულაძის პარტიის "სახელმწიფო ხალხისთვის" ოფისი დაარბიეს. ჩამსხვრეულია მინები და დაზიანებულია ბანერები.
პარტიის წევრები მომხდარში პოლიტიკურ ოპონენტებს ადანაშაულებენ.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.