შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: განმუხურში დღეს სასტუმროს მშენებლობა იწყება, უკან ბაღს ავუშენებ

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამჯერად ქვემო ქართლს სტუმრობს. გადაცემის "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" დასაწყისში მან სასტუმროს მშენებლობაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, განმუხურში დღეს იწყება.

"დღეს ანაკლიაში, უფრო კონკრეტულად განუმუხურში გაიხსნება მშენებლობა, საკმაოდ უნიკალური თავისი ხასიათით. თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით აშენდება უნიკალური სასტუმრო, ყველაზე მაღალი კლასის. გამყოფ ზოლთან, მიჯრილზე. სასტუმროს უკან აშენდება ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ფონდი ქართუ დააფინანსებს. ბოტანიკური ბაღის იდეა ჩემი იყო. უნიკალური ადგილია თავისი კლიმატით, გამორჩეული საქართველოში. უკანა ზოლი ძირითადად ბუჩქოვანი მცენარეებითაა დაფარული და გამიჩნდა იდეა, იქ ბოტანიკური ბაღი ამეშენებინა", - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები